მთავარიევროპადანიაგრენლანდიაზე იშვიათი მინერალების მოპოვებას იწყებენ

გრენლანდიაზე იშვიათი მინერალების მოპოვებას იწყებენ

გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია. იგი სავსეა წიაღისეულით. კომპანიებს დიდი ხანია სურთ ამ ტერიტორიის ათვისება. გრენლანდია დანიას ეკუთვნის, თუმცა ფართო პოლიტიკურ ავტონომიას ფლობს. კუნძული თოვლითა და ყინულითაა დაფარული, რაც სამთო მრეწველობას ართულებს. თუმცა, ტემპერატურის მომატებამ ეს პროცესი შეიძლება გააადვილოს. განსაკუთრებული მოთხოვნაა იშვიათ მინერალებზე.

„სამთო მრეწველობა დადებითად იმოქმედებს გრენლანდიის ეკონომიკაზე. გრენლანდიაში იშვიათი მინერალების მსოფლიო მარაგის 15-20 პროცენტი მოიპოვება.“ – აცხადებს „გრენლანდიის მინერალების“,-გენერალური მენეჯერი იორნ სკოვ ნილსენი.

იშვიათი მინერალებისგან სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობისა და ბატარეის დამზადება არის შესაძლებელი. სამხრეთ გრენლანდიაში, სოფელ ნარსაქიდან შვიდ კილომეტრში, მასშტაბური სამრეწველო სამუშაოების დაწყება იგეგმება. წიაღისეულთან ერთად მიწაში ურანიც მოიპოვება. მოსახლეობას რადიოაქტიური გამოსხივების ეშინია.

„არქტიკულ სარტყელში ბუნება ისეთი მკაცრია, რომ მშვიდად ვერ იქნები. მაღაროები თუ გაკეთდება, ჩვენ წასვლა მოგვიწევს“,- ამბობს მწყემსი ავიაია ლენერტი.

ექვს აპრილს გრენლანდიაში არჩევნები გაიმართება. მაღაროების მშენებლობა საარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

„ადამიანები ტოვებენ ჩვენს დაბას. უმუშევრობის ფონზე რთულია ადამიანებს მომავლის იმედი მისცე“,- ამბობს „სიუმუტის პარტიის“ წარმომადგენელი ჯოზეფ პეტერსენი.

„სიუმუტის პარტიას“ გრენლანდიის პარლამენტში ამჟამად ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს თუმცა, პარტიაში მაღაროს აშენებასთან დაკავშირებით საერთო აზრი ჯერ არ არსებობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend