მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონში ისტორიული ტავერნა აღადგინეს

ლონდონში ისტორიული ტავერნა აღადგინეს

6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლონდონში კარლტონის პაბი დაანგრიეს.  2 დღით ადრე, სანამ ძეგლის სტატუსს მიანიჭებდნენ, 100 წლის ისტორია დეველოპერებმა ბულდოზერებით გაანადგურეს. ახლა კი რამდენიმეწლიანი პროტესტის შემდეგ ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე ეს პაბი აღადგინეს.

პოლი რობერტსონისთვის, რომელიც პაბის ხშირი სტუმარი იყო, მიუღებელია,  რაც 2015 წლის 8 აპრილს მოხდა. ახსოვს, როგორ მოვიდნენ ბულდოზერებით და ყოველგვარი ნებართვის გარეშე პაბი მიწასთან გაასწორეს. პოლის სჯერა, რომ  საზოგადოება არ დანებდება. იგი თავადაც  არ აპირებდა უსამართლობასთან შეგუებას.

ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ქალაქის საბჭომ დეველოპერებს დაავალა, აგურ-აგურ აღედგინათ დანგრეული პაბი. მშენებლებმა გადაარჩინეს ის, რისი გადარჩენაც შეიძლებოდა, ბევრ რამეს  პირველადი სახე დაუბრუნდა. აქტვისიტების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რობ ქოუპი აქ მრავალი წლის განმავლობაში დადიოდა. იგი ემოციას ვერ მალავდა, მის საყვარელ პაბს პირვანდელი იარსახე რომ დაუბრუნდა.

 

ლონდონის ამ რეგიონში კარლტონის შენობა ერთ-ერთია, რომელიც აღადგინეს. დეველეპორებს დანგრეული პაბის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურდათ. თუმცა მოსახლეობის ძალისხმევით ეს არ მოხდა.  დღეს აქ მხოლოდ ლუდის ნაკლებობას განიცდიან.

პანდემიის დასრულების შემდეგ პაბის მენეჯერები აქ ბევრ სტუმარს ელოდებიან. ტავერნის ერთ-ერთი მეპატრონე ტომ რისი ამბობს, რომ თავიდან მათი მიზანი იყო, პაბი ტურისტებისთვის ყოფილიყო მიმზიდველი. მისი აზრით,  ბევრ ადამიანს დააინტერესებს პაბის ისტორია. ტავერნის თანამფლობელი ბენ მარტინი იხსენებს, როგორ ხუმრობდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში ყველაზე ცნობილი პაბი ჰქონდათ. ახლა კი მათი ოცნებაც ახდა, კარლტონის ამ განთქმული ტავერნით უამრავი ადამიანია დაინტერესებული.

პაბის მენეჯერები 12 აპრილისთვის ემზადებიან, ამ დღეს ლუდის ბარები გაიხსნება. აქ მოსახლეობამ მოგებაზე ორიენტირებული დეველოპერების დამარცხება მოახერხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend