მთავარისაქართველოკრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეხვდა

კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეხვდა

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ადასტურებს.

კრისტიან დანიელსონსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა გუშინ, 29 მარტსაც შედგა. გუშინვე კრისტიან დანიელსონმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას” შორის დღეს, 30 მარტს, დაგეგმილი შეხვედრა 1 საათით გადაიდო და 17:00 საათზე გაიმართება. დღესვე კრისტიან დანიელსონი წარადგენს დოკუმენტს, რომლის ხელმოწერასაც კრიზისის დასაძლევად სთავაზობენ საქართველოში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend