მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიჰელენა დალი: ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები პანდემიამ სხვებზე მეტად დააზარალა

ჰელენა დალი: ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები პანდემიამ სხვებზე მეტად დააზარალა

პანდემიის გამო უთანასწორობა მთელი ევროკავშირის მასშტაბით გაიზარდა, ამის გამო ყველაზე მეტად  ქალები, უმცირესობების წარმომადგენლები, შეზღუდუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ღარიბები დაზარალდნენ.  ეს საკითხები  წელს ყველაზე მწვავედ დგას. ამიტომ „ევრონიუსმა“ გადაწყვიტა ისინი ევროკომისართან თანასწორობის საკითხებში ჰელენა დალისთან ერთად განეხილა.

 
„ევრონიუსი“: ევროკავშირში ქალებს, მამაკაცებთან შედარებით 14 პროცენტით ნაკლებს უხდიან. რა ზომების მიღებას აპირებთ ამ სხვაობის შესამცირებლად?

ჰელენა დალი, ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში:

დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქალებსა და უმცირესობების წარმომადგენლებზე პანდემია ყველაზე მძიმედ აისახა, ისიც მართალია, რომ ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა მოსაგვარებელია.  თანაბარი ანაზღაურების პრინციპი ხელშეკრულებებში 1957 წლიდან გვხვდება. ასე რომ, ჩვენი პრიორიტეტია, ისეთი დირექტივის ინიციატივით გამოვიდეთ, რომელიც ანაზღაურების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კომპანიებს არ სურთ, ანაზღაურება გამჭვირვალე იყოს. სანქციების შემოღებას ხომ არ აპირებთ?

მე მტკიცედ მჯერა სოციალური დიალოგის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც ამ წინანადებით გამოვალთ, პროფკავშირები, დამსაქმებელთა კავშირები და სამოქალაქო საზოგადოება გვერდით დაგვიდგნენ. მე უკვე ვესაუბრე რამდენიმე დამსაქმებელს, რომლებმაც დანერგეს ხელფასის გამჭვირვალობის მექანიზმი და ისინი ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები ძალიან ბედნიერები არიან ამის გამო. უკვე საკამოდ ბევრი დამსაქმებელი იყენებს ამ მექანიზმს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.

რას იტყოდით ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე? ეთანხმებიან თქვენს დირექტივას თუ მოსალოდნელია გარკვეული წინააღმდეგობა და ემზადებით, რომ გადალახოთ?

ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა სიამოვნებით მიიღებს ჩვენს ინიციატივას. მჯერა, რომ ხელისუფლებას თავისი მოქალაქეებისთვის მხოლოდ კარგი უნდა. მჯერა, რომ მთავრობას არ სურს, ასეთი ტიპის დისკრიმინაცია გაგრძელდეს. სიმართლე გითხრათ, დიდი წინააღმდეგობას არ ველოდები, ეს  ჩვენი ყოველი მოქალაქის ინტერესებში შედის. და დარწმუნებული ვარ, მთავრობებს ამის ხელშეწყობა უნდათ.

პანდემიის გამო ქალების მდგომარეობა მხოლოდ შრომის ბაზარზე კი არ გამწვავდა, არამედ სახლშიც. ქალების მიმართ ძალადობამ მოიმატა. ამ მდგომარეობას როგორ გამოასწორებთ?

ეს ნამდვილად ასეა. ბევრმა წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ქალზე ძალადობა გაიზარდა. ზოგიერთმა ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა ამ პრობლემის შესარბილებლად. ეს განსაკუთრებით დამძიმდა საყოველთაო კარანტინის დროს, როდესაც ქალები თავიანთ მოძალადეებთან ერთად დარჩნენ ჩაკეტილი.   ამიტომ წინ წამოიწია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხმა, რომელსაც ევროკავშირმა ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიცირება ჯერ არ მომხდარა, რადგან ბლოკის ყველა წევრ ქვეყანას არ დაუმტკიცებია იგი. თუმცა ჩვენ წლის ბოლომდე ჩვენი საკუთარი კანონმდებლობაც გვექნება, მე წარვადგენ კანონს, რომელიც ქალებსა და გოგონებს ძალადობის შემთხვევაში დაიცავს.

სტამბოლის კონვენცია ქალზე ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, და ჩვენს ერთ წევრ ქვეყანას – პოლონეთს ამაზე უარის თქმა სურს. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ დაარწმუნოთ მთავრობები,  დარჩნენ ამ კონვენციის წევრებად და გააძლიერონ ქალთა უფლებების დაცვა?

დიახ, თუ ეს მოხდა, სირცხვილი იქნება. მაგრამ მე ვესაუბრე პოლონეთში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პარლამენტარებს და ამის წინააღმდეგი ისინიც არიან. ასე რომ, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება.

თქვენ ახლახან წარადგინეთ  შშმ პირებზე გათვლილი სტრატეგია, ისინი პანდემიის გამო სხვებზე მეტად აღმოჩნდნენ იზოლირებული. რა არის ამ სტრატეგიის მიზანი?

ეს მომავალი 10 წლის ახალი სტრატეგიაა, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს წევრ ქვეყნებს ცოდნით, ფინანსებით, რომ მათ თანასწორობაზე იზრუნონ.  თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში უკლებლივ ყველას ჰქონდეს წვდომა დასაქმებაზე, განათლებაზე, ბინასა და ჯანდაცვაზე. ჩვენი ვალია, იმ გზით ვიაროთ, რომელიც ევროკავშირის ჭეშმარიტ თანასწორობამდე მიგვიყვანს.

როგო აპირებთ წვდომის გაუმჯობესებას, მაგალითად, ტრანსპორტსა და განათლებაზე?

რაც შეეხება წვდომას, ჩვენ ახლა განვიხილავთ ე.წ. „წვდომის ბარათს“.  რვა ქვეყანაში ჩვენ უკვე გვაქვს საპილოტე პროექტი და ამის შემოღებას ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ვაპირებთ. მართალია, თავისუფალი მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ თუ შენი შესაძლებლობები შეზღუდულია და  გსურს წასვლა ბლოკის სხვა ქვეყანაში, რომელიც არ აღიარებს შენი უფლებების გარკვეულ ასპექტებს, ასეთ შემთხვევაში უნდა გვქონდეს  წვდომის საერთო ბარათი. ეს შშმ პირებს მოგზაურობას გაუადვილებს.

თქვენი ახალი სტრატეგია ცოტათი ევროპის ძველ სტრატეგიას ჰგავს. სიახლე რა არის?

ვერ ვიტყვით, რომ გასულ 10 წელში რაც გასაკეთებლი იყო, ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, ახალი საკითხებიც წამოიჭრა. ამიტომ მომავალი 10 წლისთვის სხვა სტრატეგია  დავსახეთ, რომ განვაგრძოთ ზეწოლა წევრ ქვეყნებზე, რომ კიდევ გააუმჯობესონ, რაც უკვე გააკეთეს. ყოველთვის შეიძლება რაღაცის გაუმჯობესება. ამას დასასრული არ აქვს.

გრეგორი ლორი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend