მთავარიამერიკააშშ„ჩემი მასწავლებელი რვაფეხა“ - ოსკარზე წარდგენილი დოკუმენტური ფილმი

„ჩემი მასწავლებელი რვაფეხა“ – ოსკარზე წარდგენილი დოკუმენტური ფილმი

„ჩემი მასწავლებელი რვაფეხა“ – ასე ჰქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ადამიანისა და რვაფეხას უცნაურ მეგობრობას შეეხება. კრიტიკოსების თქმით, ფილმში ჯადოსნური წყალქვეშა სამყაროა ნაჩვენები. „ჩემი მასწავლებელი რვაფეხა“ ოსკარზეა წარდგენილი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. მისი ნახვა „ნეთფლიქსის“ სტრიმინგპლატფორმაზეა შესაძლებელი.


„ჩემი მასწავლებელი რვაფეხას“ რეჟისორები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც მათი  ფილმი ოსკარზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში წარადგინეს. დოკუმენტური ფილმი სამხრეთაფრიკელ რეჟისორ კრეგ ფოსტერზეა, რომელიც კეიპ ტაუნის სანაპიროს წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობას გადაწყვეტს. ოკეანის ფსკერის მობინადრეებს იგი ათი წლის განმავლობაში იღებდა. ერთ-ერთი მისი მოგზაურობის დროს მან გაიცნო რვაფეხა. ადამიანი და რვაფეხა დამეგობრდნენ. ფოსტერის თქმით, რვაფეხამ მას ბევრი რამ ასწავლა და აჩვენა.

„ამ ფილმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეეხება ადამიანისა და რვაფეხას ძალიან უცნაურ ურთიერთობას. ჩვენ შეგვეძლო ფილმი უფრო ეკოლოგიურ საკითხებზე გადაგვეღო, თუმცა გადავწყვიტეთ, უფრო განსხვავებული მიდგომა გვქონოდა“, – ამბობს ფილმის რეჟისორი ჯეიმს რიდი.

„ჩემი მასწავლებელი რვაფეხა“ 3000 საათის ხანგრძლივობის მასალის დამონტაჟების შედეგად შეიქმნა. ფილმს კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მისი ნახვა „ნეთფლიქსის“ სტრიმინგპლატფორმაზეა შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend