მთავარიამერიკააშშალაბამის შტატში „ამაზონის“ თანამშრომლები სამუშაოს შესრულებისას მეტ პატივისცემას მოითხოვენ

ალაბამის შტატში „ამაზონის“ თანამშრომლები სამუშაოს შესრულებისას მეტ პატივისცემას მოითხოვენ

ბესემერში, ალაბამის შტატში,  კომპანია „ამაზონის“  დაახლოებით 6000  თანამშრომელი  ფიქრობს,  შეურთდეს თუ არა პროფკავშირს. ამით შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ამაზონის“ საწყობის თანამშრომლების ყველაზე დიდი პროფკავშირი შეიქმნას.

ხელფასების გაზრდის გარდა, „ამაზონის“ თანამშრომლები შესვენებისთვის დამატებით დროსა და  სამუშაოს შესრულებისას მეტ პატივისცემას მოითხოვენ. ბევრი თანამშრომელი მძიმე 10-საათიანი სამუშაო დღისა და მხოლოდ ორი ნახევარ საათიანი შესვენების გამო პრეტენზიას გამოთქვამს. ისინი ძირითადად ფეხზე დგანან, ყუთებში აწყობენ ნივთებს, ალაგებენ თაროებს  ან სატვირთო მანქანებიდან საქონელს ტვირთავენ. დერელ რიჩარდსონი, რომელიც ამაზონის საწყობში მუშაობს, ამბობს, რომ მუშაობის დროს ძალიან იღლება და სხეულის ყველა ნაწილი სტკივდება.  სახლში მისვლისას, ძილის გარდა,  აღარაფერი სურს.

 

„ამაზონში“ კი აცხადებენ, რომ ეს საწყობი ათასობით სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი კი  2-ჯერ აღემატება ალაბამის შტატში დაწესებულ მინიმალურ ხელფასს.  ამავე დროს თანამშრომლებს ეკუთვნით ჯანმრთელობის დაზღვევა, მათ შორის სტომატოლოგისა და ოფთალმოლოგის მომსახურება ზედმეტი ხარჯის გარეშე.

„ამაზონი“ ახლა რთულ სიტუაციაშია, თუ თანამშრომლები პროფკავშირში გაწევრიანდებიან, ამან შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველამ უკეთესი სამუშაო პირობები მოითხოვოს. გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით „ამაზონში“ დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი მუშაობდა. დასაქმებულთა რაოდენობით „ამაზონი“ „ვოლმარტის“ შემდეგ მსოფლოში სიდიდით მეორე კომპანიაა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend