მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქციაზე 28 მარტს 100-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. სამხედრო ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით ცეცხლს ყოველდღე ხსნის, დემონტრანტები კი თავს მოლოტოვის კოქტეილებითა და მშვილდისრებით იცავენ.
მიანმარში სამხედრო ძალებთან დაპირისპირებისას ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის პროტესტს იწვევს, ისინი გმობენ სამხედრო ძალების ქმედებებს.
მიანმარში მიმდინარე მოვლენებს გმობენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერო და ევროკავშირი. ისინი მიანმარის სამხედრო ხუნტას „ტერორსა“ და ,,ძალადობაში“ ადანაშაულებენ.