მთავარიევროპაგერმანიაბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

კვირას ბერლინში პოლიციამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია დაშალა. პოლიციაში მრავალ დარღვევაზე გაამახვილეს ყურადღება და ათობით ადამიანის პირადი მონაცემები ჩაიწერეს. ეს შეკრება კი საიუბილეო შეხვედრა უნდა ყოფილიყო, რადგან ერთი წლის წინ, 28 მარტს, გაიმართა პირველი საპროტესტო აქცია კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ.

ასობით დემონსტრანტმა ვაქცინაციის ცენტრს მსვლელობით ჩაურა. ამ დროს ვაქცინაციის რიგში დაახლოებით 60 ადამიანი იდგა, პოლიციამ კი ისინი ადგილიდან გაიყვანა. უსაფრთხოების მიზნით  ვაქცინაციის ცენტრის მუშაობა  დროებით შეჩერდა.

 

კონსპირაციული იდეოლოგიური ჯგუფის „თავისუფლების აღლუმის“ ხელმძღვანელი აქციაზე თავის წევრებს მოუწოდებდა,  არ დაეცვათ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები.

ბერლინის მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებს შორის იყვნენ, როგორც  კონსპირაციული იდეოლოგიის აქტივისტები და მშვიდობისთვის მებრძოლნი, ასევე ნეონაცისტები. ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ ესალმება ერთ-ერთი მონაწილე დემონსტრანტებს ნაცისტური ჟესტით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend