მთავარიმსოფლიოაშშ-სა და ევროკავშირს განზრახული აქვთ ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მტრულ ზრახვებს

აშშ-სა და ევროკავშირს განზრახული აქვთ ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მტრულ ზრახვებს

აშშ-სა და ევროკავშირს განზრახული აქვთ ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მტრულ ზრახვებს, მათ შორის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვეს, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მომავალში კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის გამომწვევ ქმედებეზე, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ასევე დეზინფორმაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე, ბოროტგანზრახულ კიბერსაქმიანობასა და სამხედრო ძალის დემონსტრირებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend