მთავარი ევროპა შვეიცარია ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე მსჯელობენ

ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე მსჯელობენ

დღეს, 26 მარტს, ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 52-ე რაუნდი სრულდება. საქართველოსთვის მთავარ საკითხებად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობა, ჰუმანიტარული კრიზისი, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება, ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ე. წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართული მხარე ჟენევაშიც მოითხოვს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. თბილისის დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. დისკუსიის წინ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ კონსულტაცია გამართა აფხაზური და ოსური დელეგაციების წარმომადგენლებთან.

უახლესი

სხვა ამბები