მთავარი ევროპა ისლანდია ისლანდიაში ამოფრქვეულ ვულკანს ასობით მნახველი ეწვია

ისლანდიაში ამოფრქვეულ ვულკანს ასობით მნახველი ეწვია

ისლანდიაში გასულ პარასკევს ამოფრქვეული ვულკანის ადგილზე კვლავ ხალხმრავლობაა.  ლავა კვლავ განაგრძობს ამოფრქვევას, მის სანახავად ტურისტები ისლანდიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან.

იტალიელ ფოტოგრაფს ვინჩენცო მაცას ბევრი ვულკანი გადაუღია, მათ შორის ეტნა და სტრომბოლი. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ისლანდიაში ამოფრქვეულ ვულკანს არცერთი არ შეედრება.

“ლავა მძვინვარებს. ძალიან ახლოს არის ჩვენთან. წარმოუდგენელია. ასეთი არაფერი მინახავს” –  ამბობს ფოტოგრაფი.

გზებზე მოძრაობა შეფერხებულია, ასობით დამთვალიერებელი ვულკანისკენ მიემართება, ბევრი საკმაოდ შორიდანაც მოდის. მასთან მიახლოება შეზღუდული არ არის, თუმცა ადგილზე სამაშველო ჯგუფი იმყოფება, რომელიც ცნობისმოყვარეთა უსაფრთხოებას აკონტროლებს.



„ჩვენ ხალხს ვაფრთხილებთ, რომ ლავას ძალიან არ მიუახლოვდნენ, რადგან ის საშიშია. ორი დღის წინ ერთმა კაცმა კვერცხისა და ბეკონის შეწვა სცადა, ლავამ კი ტაფა ჩაყლაპა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა სამაშველო ჯგუფის წევრმა.

ლავა ზედაპირზე მიწისქვეშა ვულკანური სისტემიდან ამოდის. ეს სანახაობა როდის დასრულდება, ჯერ უცნობია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლავა ხალხისთვის და დედაქალაქ რეიკიავიკისთვის, რომელიც ამ ტერიტორიიდან არც თუ ისე შორსაა, საფრთხეს არ წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები