მთავარიევროპაესპანეთიევროპული კურორტები აცრილ პენსიონერებს ელიან

ევროპული კურორტები აცრილ პენსიონერებს ელიან

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპაში ტურიზმის სექტორი ძლიერ დაზარალდა. ინდუსტრიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ე.წ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღების შემდეგ ქვეყნებს შორის მოგზაურობა გამარტივდება. ესპანეთის კურორტ ბენიდორმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათი სტრატეგია ხანდაზმული ტურისტების მოზიდვაა, რადგან მათ უმეტესობას ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს.

ესპანეთის ერთ-ერთ კურორტ ბენიდორმში მდებარე დასასვენებელი კომპლექსი „პოსეიდონი“, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მაინც ღიაა. სასტუმროში უმეტესად პენსიონერები ისვენებენ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირში ე.წ „მწვანე პასპორტების“ სისტემა ამუშავდება, სასტუმროებში აცრილი მოქალაქეების მიღებას დაიწყებენ. მათი უმეტესობა კი უფროსი ასაკის იქნება.

„პირველ რიგში, ხანში შესული ადამიანები დაიწყებენ მოგზაურობას. მათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ დასვენება, ამას ემატება ის, რომ მათი უმეტესობა ზაფხულისთვის აცრილი იქნება. ადრე ზაფხულობით უპირატესობას ოჯახებს ვანიჭებდით. ახლა ეს შეიცვალა. ჩვენ ხანდაზმული ადამიანებისთვის სპეციალური შეთავაზებები გვაქვს.“ – აცხადებს სასტუმროს მარკეტინგის დირექტორი ჯონ გალიანა.

 

ბულვარში მშვიდი დილაა. სანაპიროზე ცოტა ადამიანია. ე.წ „ბრიტანულ უბანში“ ბარ-რესტორნები დახურულია.

ვაქცინაციის ნელი ტემპების გამო ახალგაზრდა ტურისტები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე აიცრებიან. თუმცა, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს „მწვანე პასპორტები“, დიდი ალბათობით, ივნისში უკვე ექნებათ, რაც მათ მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

„ხანდაზმულ სტუმრებს ჯადოსნური სანაპიროების მონახულება არ უნდათ. მათ სურთ ადამიანების ნახვა. მათ ადამიანური კონტაქტი და ქალაქური გარემო სჭირდებათ. ბენიდორმში ბევრი კინოთეატრი და სავაჭრო ცენტრია.“ – აცხადებს სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტი ტონი მეიორი.

ევროკომისიაში იმედი აქვთ, რომ ივლისის ბოლოს მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილი იქნება. მანამდე კურორტი ბენიდორმი უფროსი თაობის წარმომადგენლების იმედზეა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend