მთავარი ამბები „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 30 მარტიდან დაიწყება

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 30 მარტიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები აცრას სამშაბათიდან, 30 მარტიდან შეძლებენ. გაბუნიას განმარტებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 6 კლინიკაში ჩატარდება.

„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

უახლესი

სხვა ამბები