მთავარი აზია ბანგლადეში როჰინჯების ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა

როჰინჯების ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბანგლადეშში  როჰინჯების ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, 400 ლტოლვილი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, დაზარალებულთა ნაწილი ახლომდებარე ბანაკებს აფარებს თავს.

სამხრეთ ბანგლადეშში მდებარე როჰინჯების ლტოლვილთა ბანაკში დამანგრეველმა ხანძარმა ათასობით თავშესაფარი გაანადგურა. მინიმუმ 15 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი დაშავდა ან დაკარგულად ითვლება.

“ნივთები ვერ გადავარჩინე. ჩემი შვილების ხანძრისგან გადარჩენას ვცდილობდი. უბრალოდ  სახლიდან გავიქეცით”, -ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ნასიმა ხათუნი

ლტოლვილები დამწვარ სახლებში თავიანთ ნივთებს ეძებდნენ. ზოგი ტიროდა რამდენიმე ქალმა ხანძრის შემდეგ მცირეწლოვანი შვილიც კი  დაკარგა.

 

„გუშინ, სანამ ხანძარი გაჩნდებოდა, ჩემი შვილები სკოლაში წავიდნენ რის შემდგეაც აღარ მინახავს. ჩემი ორი უფროსი ბავშვი ვიპოვნე, მაგრამ უმცროს ვაჟს დღემდე ვეძებ“, -ამბობს ბანაკის მცხოვრები.

გარდაცვლილთაგან სამი ბავშვია, მსხვერპლთა ძებნა  კვლავ გრძელდება.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში ამბობენ, რომ ორშაბათს გაჩენილი ხანძრის გამო 45 ათასი ლტოლვილი იძულებული გახდა, ბანაკი დაეტოვებინა.

მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას.

გაეროს მონაცემებით, ახლა დაზარალებულთა ნაწილი  დახმარებას მიიღებს ახლომდებარე ბანაკებიდან, მეგობრების თავშესაფრებიდან ან ბავშვთა სასწავლო ცენტრებიდან.

 

 

უახლესი

სხვა ამბები