მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დიდ ბრიტანეთში მესამე საყოველთაო კარანტინი მოქმედებს. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გარდაცვლილები მოიგონეს. შუადღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველამ, მათ შორის ეროვნული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა თუ ლონდონის პადინგტონის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა, პატივი მიაგო კორონავირუსით გარდაცვლილებს. გარდაცვლილები გაიხსენეს თემთა პალატაშიც.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, გასული 12 თვე ძალიან მძიმე იყო მთელი ერისთვის. 2020 წლის 23 მარტს პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა პირველად დააწესა საყოველთაო კარანტინი, მას შემდეგ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 126 000-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ ევროპაში.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 4.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.  პანდემიის დაწყებიდან  რამდენიმე თვე ქაოტური იყო მენეჯმენტის თვალსაზრისით, თუმცა ნელ-ნელა აუღეს ალღო კრიზისის მართვას და დღეს ქვეყანაში  ვაქცინაციის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მთელ მსოფლიოში. დღეს 28 მილიონმა ადამიანმა უკვე გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 2.3 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ახლა უფრო გადამდები, ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამის გავრცელების საფრთხის წინაშეა. თუმცა ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ვაქცინების დამხარებით, ივნისის ბოლოსთვის ეპატოპრივად დაიწყება შეზღუდვების მოხსნა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend