მთავარისაქართველოპირველადი დასკვნა მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით

პირველადი დასკვნა მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით

მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესების შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ პირველადი დასკვნები გააკეთა. მისი განცხადებით, მეწყრული ბლოკის გადააგილების სიჩქარე დღეში 4-5 სანტიმეტრია, ნაპრალის სიგანე კი 4 დღის განმავლობაში 20-ი-25-ი სანტიმეტრით გაიზარდა. თეა გოდოლაძის განცხადებით, ნაპრალის სიღრმე რეალურად 10 მეტრზე მეტია, ეს კი ყოველდღიურ დაკვირვებას საჭიროებს.


მეწყერთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერიაშიც ისაუბრეს. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ყოველდღიურად მუშაობენ, ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კი მხოლოდ ნალექიანი ამინდის შემთხვევაში შეჩერდება.

გერმანელი გეოლოგ-ინჟინერის პეტერ ნოუმანის თქმით, ეს პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და მისი გადაჭრის მხოლოდ ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს.

“გეოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ არახელსაყრელია იქიდან გამომდინარე, რომ ფერდობს ქანები გამოეცალა, რაც თავისთავად ართულებს მუშაობის პროცესს. სწორედ ამიტომ მეწყრული პროცესების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ გადავწყვიტოთ ის თუ რა ზომებს მივიღებთ. მიღებული უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ქუჩის ორმხრივად გადაკეტვა დროული გადაწყვეტილება გახლდათ. საქმე გვაქვს შესაძლო მასშტაბური მეწყერსს ინიცირების ფაზასთან. აუცილებლად უნდა მივიღოთ პირველადი ზომები, რომლებიც მოიცავს გასამაგრებელ სამუშაოებს, დრენაჟებს და მონიტორინგს.”

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend