მთავარისაქართველოევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

23 მარტს ევროკავშირმა 2020 წლის კონსურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები დაასახელა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2020 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლიდნენ, მათ შორისაა: საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში, საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში, საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.


დაჯილდოვებაზე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას:

„2020 წელი ძალიან რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“, -განაცხადა ელჩმა.

პრიზის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმაც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა და მშვიდობის აღდგენისათვის.

„სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის პატივია, ყოველწლიურად დააჯილდოვოს ამ მიმართულებით საქართველოში მომზადებული რამდენიმე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი, ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ მისიას.“,-განაცხადა შჩიგელმა.

კონსურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ პირველ ექვს კატეგორიაში გამოვლენილი თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ მეცხრე დაჯილდოება ვირტუალური ფორმატით „ჰოლოზეუმში“ გაიმართა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend