ბევრი საუბრობს პანდემიის დროს იტალიის დანაკარგზე, დაინფიცირებულ და გარდაცვლილ ხალხზე, ეკონომიკურ კრიზისზე, დაწესებულ შეზღუდვებზე…
თუმცა, არასაკმარისი ითქვა იმ ხალხზე, ვინც კრიზისულ პერიოდში ფრონტის წინა ხაზზე იყო. 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე იტალიის ექიმები და ექთნები წარადგინეს.
„ჩვენ გვსურდა პატივი მიგვეგო მათი თავგამოდებისა და თავგანწირვისთვის, რადგან ეს მუშაკები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებიან, რათა სხვების სიცოცხლე გადაარჩინონ. ნომინაცია ეკუთვნის მათ, ყველას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებმაც შესანიშნავად იმუშავეს ” – განაცხადა “გორბაჩოვის ფონდის” პრეზიდენტმა მარციო დალაჯოვანამ.
თავიდან ბევრი ფიქრობდა, რომ დავალების შესრულება უბრალოდ შეუძლებელი იყო. მედიკოესებს მომზადების დრო საერთოდ არ ჰქონდათ და სამედიცინო საშუალებებიც შეზღუდული რაოდენობით იყო – ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ გამოცდილებასა და ნიჭიერებას ეყრდნობოდნენ.
იმ დღეების გახსენება ნამდვილად ემოციურია იმ ექიმებისთვის, რომლებმაც სტრესულ გარემოში მუშაობა პირველად გამოსცადა. მათგან ერთ-ერთი პროფესორი კავანაა, რომელიც ნომინაციის ერთ-ერთ კანდიდატად არის არჩეული.
„მე შევხვდი ექთნებს, რომლებსაც უამრავი კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში ეძინათ. მათ სახლში მისვლა არ შეეძლოთ, რადგან ეშინოდათ, რომ ვირუსს გაავრცელებდნენ და ოჯახის წევრებს დააინფიცირებდნენ. მათი ცხოვრება თავდაყირა დადგა და მათ უბრალოდ ამ ყველაფერთან შეგუება მოუწიათ.“ – ამბობს პროფესორი ლუიჯი კავანა.
მას შემდეგ, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ რეანიმაცია ივსებოდა, პროფესორმა კავანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახლში ემკურნალა თითოეული პაციენტისათვის, სანამ მათი სიმპტომები სერიოზული გახდებოდა. საბოლოო ჯამში, იგი 300 პაციენტს ესტუმრა. დღეს ის იხსენებს, თუ რამდენად რთული იყო ეს დრო.
„სახლში დაბრუნების შემდეგ ყოველ საღამოს მე ვუყურებდი იმ ხალხის სიას, რომელიც შემდეგ დღეს უნდა მომენახულებინა. – მახსოვს, რომ ვგრძნობდი საშინელ დაუცველობის გრძნობას. ვფიქრობდი: იმედი მაქვს, რომ ხვალ კარგ ფორმაში ვიქნები (მუშაობის შესაძლებლობის გაგებით) და შევძლებ, რომ გავაგრძელო მუშაობა. ჩემს პაციენტებს რომ ვუყურებდი, რომლებიც ყოველდღე უკეთ ხდებოდნენ, მე ეს ყველაფერი მაძლიერებდა.“ – განაცხადა ლუიჯი კავანამ.
მარციო დალაჯოვანას თქმით, ნომინაციაში, რომელშიც ჯანდაცვის ყველა თანამშრომელი წარადგინეს, განურჩევლად მათი როლისა და სტატუსისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ეკუთვნის მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო იმავე ბრძოლაში მსოფლიოს გარშემო.