მთავარიაზიაავღანეთიაშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, მოულოდნელი ვიზიტით იმყოფებოდა ავღანეთში. კითხვაზე,  გაიყვანს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ჯარს ავღანეთიდან, მას კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

1 მაისი ბოლო ვადაა, რომელზეც  ტრამპის ადმინისტრაცია და  თალიბანის წევრები შეთანხმდნენ. ავღანეთის მთავრობას სურს, ამერიკის სამხედრო ძალები ქვეყანაში დარჩნენ.

„ის, რაც ყველას გვსურს, არის ამ კონფლიქტის დასრულება. ვფიქრობ, ეს გზავნილია. დღეს ჩვენს პარტნიორებს ვესაუბრე და ყველას ნამდვილად სურს პასუხისმგებლობის აღება და ცვლილებები”, –  ამბობს აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.

თალიბანის წევრებმა  პირობა დადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მიიღებდნენ მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა,  ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გაგრძელდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend