მთავარიგადაცემებისინემაანიმაციური ფილმების ფორუმი 2021

ანიმაციური ფილმების ფორუმი 2021

ევროპის ანიმაციური ფილმების ფორუმი ევროპული ანიმაციური ფილმების ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. წელს ამ ფორუმზე 55 ფილმი იყო წარდგენილი, აქედან ყველაზე მეტი 21 ფილმი საფრანგეთიდან იყო. მას მოსდევს ესპანეთი ცხრა ფილმით, რაც ესპანური ანიმაციური ფილმების ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიანიშნებს. „ევრონიუსმა“  კატალონიის ანიმაციური ფილმების პროდიუსერთა ასოციაციის ხელმძღვანელს ივან ახენხოს სთხოვა აეხსნა, რამ გამოიწვია ესპანური ანიმაციური კინოინდსუტრიის ასეთი წინსვლა.


„ჩვენ გვყავს უამრავი ნიჭიერი ხელოვანი, რომლებიც იძულებული გახდნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ  ამერიკაში, ირლანდიასა და გაერიანებულ სამეფოში, რადგან ესპანეთში არ იყო საკმარისი გასაქანი. ახლა ამ ხალხის ნაწილი შინ დაბრუნდა და ანიმაციური ფილმების სტუდიები დააარსა.  ამ სტუდიებში ახალ, ძალიან კარგ პროექტებს ქმნიან,“ – განმარტა ივან ახენხომ.

რეჟისორი სერჯიო პაბლოსიც ესპანეთიდან ემიგრაციაში იყო წასული და უკან დაბრუნდა, მან საკუთარი წარმატებული კომპანია შექმნა. სერჯიოს ბოლო ფილმი „კლაუსი“ ოსკარზე იყო წარდგენილი.

როგორც ივან ახენხო ამბობს, 10 წლის წინ ესპანეთში ანიმაციური კინოინდუსტრიის განვითარებას ისიც აფერხებდა, რომ შესაბამისი განათლების მირება ჭირდა.

„10 წლის წინ ანიმაციური ფილმებისთვის საკმარისი რაოდენობით არც აკადემიები იყო და არც უნივერსიტეტები. ახლა უნივერსიტეტებიც გვაქვს და სპეციალური სკოლებიც, შედეგად  ნიჭიერი პროფესიონალების რაოდენობა იზრდება,“ – განაცხადა ივანმა.

ფორუმზე რუმინული ანიმაციური ფილმებიც იყო წარდგენილი. ერთ-ერთი ფილმი „ფრამი, ამბავი თეთრი დათვისა“,  რუმინელი საბავშვო მწერლის ჩეზარ პეტრესკუს წიგნის ეკრანიზაციაა. კიდევ ორი ფილმი წარადგინა ცნობილმა რუმინელმა რეჟისორმა და პროიუსერმა ანკა დამიანმა, რომელსაც უკვე გადაღებული აქვს  საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფილმები. ანკა ამბობს, რომ მხოლოდ რუმინეთის სახელმწიფო ხარჯებით საავტორო კინოს გადაღება შეუძლებელია.

 „რუმინეთში დიდი შემოქმედებითი პოტენციალია. უცხოეთში ცნობილ რუმინელ ხელოვანებს რუმინეთში არ აღიარებენ. ზოგიერთ ჩვენგანს გაუმართლა, რადგან ჩვენ საერთაშორისო კავშირები გვაქვს  და შეგვიძლია, თანაპროდიუსერები ვიყოთ. ჩვენი შემოქმედების დაფინანსების სხვა გზა არ გვაქვს,“ – ასეთია ანკა დამიანსი აზრი.

ფორუმზე წარმოდგენილი პროდუქციის საერთო ბიუჯეტი 297 მილიონი ევროა. სპეციალსიტები თვლიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, რადგან ის ყველასათვსი გასაგებ ენაზე ესაუბრნეა მაყურებელს.

„ანიმაციური ფილმების ინდუსტრია ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ანიმაციას საზღვრები ვერ აფერხებს და წარმატებულია სხვაგანაც“, –  განაცხადა ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურული პროგრამების სააგენტოს EACEA-ს მედიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰარალდ ტრეტენბრაინმა.

ანიმაციური ფილმების ფორუმზე წარდგენილი ფილმებიდან ბევრმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამის მაგალითია „ლეგენდა მგლებზე“, რომელიც ახლახან ოსკარზე წარადგინეს.

ავტორი: ვოლფგანგ შპინდლერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend