მთავარიამერიკაბრაზილიაპლატფორმა „კოვაქსის“ მეშვეობით ბრაზილიაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1 მილიონი დოზა ჩაიტანეს

პლატფორმა „კოვაქსის“ მეშვეობით ბრაზილიაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1 მილიონი დოზა ჩაიტანეს

ბრაზილიამ პლატფრომა „კოვაქსის“  მეშვეობით „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონი დოზა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, თვის ბოლოს ქვეყანა ვაქცინის დამატებით 2 მილიონ დოზას მიიღებს. პრეზიდენტმა ბოლსონარუმ კი ის მერები და გუბერნატორები გააკრიტიკა, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრეს.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ იმ გუბერნატორებსა და მერებს დაუპირისპირდა, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები გაამკაცრეს. გასულ კვირას ბოლსონარუმ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება სცადა და განაცხადა, რომ ისინი დიქტატორებივით იქცევიან. პრეზიდენტი თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, დაჰპირდა, რომ მათთვის ყველაფერს გააკეთებს, რასაც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მათი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

ბრაზილიელებისთვის 2021 წლის მარტი ყველაზე რთული თვე გამოდგა, რადგან 27-დან 21 შტატში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციით  37 000 ადამიანი გარდაიცვალა, ზოგიერთ ადამიანს მაინც არ სჯერა ვირუსის არსებობა.

 

ამასობაში კი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს.  სან-პაულუში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1 მილიონი დოზა მიიღეს. დამატებით 2 მილიონამდე დოზას კი თვის ბოლოს ელიან. ვაქცინის მიწოდებას გაეროს „კოვაქსის“ პლატფორმა უზრუნველყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend