მთავარი ევროპა სომხეთი სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2021 წლის 20 ივნისს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით ეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ მედიაში, ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის ლიდერთან შეხვედრის შესახებ დაწერა.

 
მისი გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მიერ სამთავრებო შენობების ბლოკირების ფონზე, ფაშინიანმა გადადგომაზე უარი თქვა და აზერბაიჯანთან გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაიცვა როგორც ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც აზერბაიჯანული მხარის მიერ მთიანი ყარაბაღის მთლიანად დაკავებას შეუშლიდა ხელს.

“დიდი ალბათობით პარლამენტში არსებული პრო-სამთავრებო ბლოკი უმრავლესობას შეინარჩუნებს. ოპოზიცია საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია ყოფილ, კორუფციაში ბრალდებულ მთავრობასთან კავშირის გამო, გამომდინარე აქედან ნაკლებად სავარაუდოა რომ ოპოზიციამ პარლამენტში მანდატების მოპოვება შეძლოს“, – რიჩარდ გირაგოსიანი რეგიონული კვლევის ცენტრი.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მთიანი ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანთან განცდილი სამხედრო მარცხის შემდეგ დაიწყო. სამხედრო დაპირისპირებაში ორივე მხრიდან 6 ათასზე მეტი დაიღუპა. სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები

Send this to a friend