მთავარიევროპარუსეთიპუტინის შეთავაზება ბაიდენს

პუტინის შეთავაზება ბაიდენს

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში, ლუჟნიკის სახელობის სტადიონზე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეშვიდე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მეზობელ ერებს, ძმურ ერებად აღიქვამს. რუსეთის ლიდერის თქმით მისი სახელმწიფო მზად არის იყოს დასაყრდენი მეზობელი ერების განვითარების, წინსვლის, საერთო მომავლის და შესაძლებლობების მიმართულებით.


მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუს ლიდერს მკვლელი უწოდა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ პრეზიდენტს დებატების გამართვა შესთავაზა.

„მე მსურს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჩვენი საუბრის გაგრძელება შევთავაზო, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს საუბარი პირდაპირ ეთერში, ონლაინ შედგება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ღია, პირდაპირი დისკუსია გავმართოთ“, – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ტონი გაცილებით ხისტი იყო ერთი დღით ადრე, როდესაც მან ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიიდან ფერადკანიანების მონობასა, აბორიგენი მოსახლეობის გაჟლეტვაზე და მეორე მსოფლიო ომში იმპერიული იაპონიის ატომური იარაღით დაბომბვაზე ისაუბრა.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს რუს ლიდერზე მოსაზრება არ შეუცვლია, მისი თქმით ამერიკელმა პრეზიდენტმა პირდაპირ კითხვაზე, პირდაპირი პასუხი გასცა.

„პრეზიდენტი ბაიდენი, პრეზიდენტ პუტინს დიდი ხანია პირადად იცნობს. ორივე მათგანი დიდი ხანია საერთაშორისო პოლიტიკაშია, მათ აქვთ თანამშრომლობის გამოცდილებაც და პრეზიდენტს სჯერა რომ თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია“, – ჯენ პსაკი, თეთრი სახლის პრესმდივანი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით ბევრი საკითხი არის განსახილველი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ახალ მოდელზე შეთანხმებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend