მთავარიმსოფლიორუსეთ-ამერიკის დაპირისპირება

რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება

ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა. მან ყირიმის ნახევარკურძულის ანექსიიდან გასული 7 წლის შესახებ ისაუბრა.

პუტინის განცხადებით, რუსეთს მეზობელ ერებთან ეგრეთ წოდებული „ძმური“ დამოკიდებულება აქვს. იგი მზადაა, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს მათ.

ღონისძიების დასასრულს რუსეთის პრეზიდენტმა ბაიდენის შესახებაც ისაუბრა.

„მე მინდა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მოვიწვიო და დისკუსია გავაგრძელოთ, მხოლოდ ერთი პირობით – ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში უნდა იყოს. ყოველგვარი შეფერხებისა და გადადების გარეშე, ღიად ვისაუბროთ ამის შესახებ.“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

წინა დღეებთან შედარებით, პუტინის რიტორიკა შეცვლილი იყო. მან გაიხსენა აშშ-ის მონობის ისტორია, აბორიგენი ამერიკელების მკვლელობის ფაქტები და ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის ამბავი.

„ჩვენ ყოველთვის სხვა ადამიანში ჩვენს მსგავს თვისებებს ვამჩნევთ და ვფიქრობთ, რომ ისიც ჩვენნაირია.“ – ამბობს პუტინი.

 

თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს პუტინის ინიციატივას. ბაიდენი მზადაა დისკუსიისათვის.
რეპორტიორის კითხვაზე, ნანობს თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი, რომ პუტინს მკვლელი უწოდა, ჯენ ფსაკიმ უპასუხა:

„არა. ბაიდენმა ხისტად დასმულ კითხვას პირდაპირ უპასუხა.“

„პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ხანია, რაც ვლადიმერ პუტინს იცნობს. მრავალი წელია, ისინი  გლობალურ ასპარეზზე არიან და რუსეთისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დალაგებაზე მუშაობენ. მას სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ურთიერთობის გაგრძელება.“ – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

რუსეთსა და აშშ-ის შორის განსახილველ მრავალ საკითხს შორის ერთ-ერთი ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებაა, რომლის ვადაც 2021 წელს იწურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend