მთავარიევროპაესპანეთიწლის ხე ევროპაში

წლის ხე ევროპაში

ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა დასახლებაში, ლესინაში, ათასწლოვანი მარადმწვანე ქვამუხა დგას, რომელიც წელს ევროპის წლის ხედ დასახელდა. ამ კონკურსში ესპანეთმა პირველად გამარჯვება. ადგილობრივებმა ამ განსაკუთრებული ხის აღიარება შამპანურით აღნიშნეს.

ათასწლოვანი ქვამუხა, რომელიც დღესაც  ძალიან კარგ მდგომარეობაშია,  ევროპაში წლის ხედ დაასახელეს. კონკურსში გამარჯვებული უზარმაზარი მარადმწვანე  მუხის ნახვა ესპანეთში აღმოსავლეთით მდებარე პატარა დასახალება ლესინაშია შესაძლებელი. ესპანეთისთვის ეს პირველი გამარჯვებაა ასეთ კონკურსში.

 

ადგილობრივები აღტაცებას ვერ მალავენ, რომ მათი საყვარელი  ხე მთელ ევროპაში აღიარეს. მათი განცხადებით, ეს სოფლისთვის განსაკუთრებული ადგილია და იმედი აქვთ, რომ მომავალი თაობებიც ისე იზრუნებენ ამ ხეზე, როგორც ამას მათი მშობლები და წინაპრები აკეთებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend