საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების უფლებები და სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამ ბავშვებს სოციალური და კულტურული განვითარებისთვის აუცილებელი პირობები არ აქვთ. სწორედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მხარდაჭერის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა „იუნისეფის“ ოფისში, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
„ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის მიზანი არის ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა. „იუნისეფი“ რჩება ერთგული, დაეხმაროს სახელმწიფოს, პარლამენტს, მთავრობას, რომ განხორციელდეს ბავშვთა უფლებათა კოდექსი და ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული საქართველოში,“ განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების მდგომარეობასა და საჭიროებებზე საუბრობდნენ – იუნისეფის წარმომადგენლები, იუნესკოს მშვიდობის ელჩი და საქართველოს პარლემნტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
პანდემიის გამო შექმნილმა პრობლემებმა, კიდევ უფრო დაამძიმა ბავშვების მდგომარეობა. შეხვედრაზე სწორედ ბავშვთა უფლებების აღდგენისა და დაცვის პრობლემები განიხილებოდა, გამსაკუთრებით კი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში.
იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძსი განცხადებით ძალიან საინტერესოა თუ რა ხდება რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე.
„განსაკუთრებით საინტერესოა, ამ ადგილებში რა სიტუაციაა კოვიდ პანდემიის შემდეგ. თუ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ბავშვებს. როგორ შეიძლება, რომ გაეროს მისია უფრო აქტიურად იყოს ჩართული,“ თქვა საქართველოს პარლემნტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაშინ როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ბავშვის უფლებები ირღვევა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ „უნისეფი“ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავარი პარტნიორია.
„საქართველომ ახლახან მიიღო ახალი საკანონმდებლო აქტი, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური აქტია, საიმისოდ რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრას,“ განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ ბავშვებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა. განათლება, რომელიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს, მისცემს მათ შესაძლებლობებს და შანსს საოკუპაციო ხაზის ბარიერები გადალახონ.
თორნიკე კოპლატაძე