მთავარიამბებითენგიზ ცერცვაძე - „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს შემოვა

თენგიზ ცერცვაძე – „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს შემოვა

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გაანცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველო მიიღებს კიდევ ერთ ძალიან კარგ ვაქცინა „ნოვოვაქსს“, რომლის გაყიდვაც მსოფლიოში ივნისში დაიწყება და საქართველო მისი პირველი მომხმარებელი იქნება. ცერცვაძე არც ჩინური ვაქცინის შემოტანას გამორიცხავს, თუკი ამ ვაქცინის ეფეტურობა დადასტურდება და მის გამოყენებას საერთაშორისო დონეზე დაუშვებენ.

„22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“, როგორც ვიცი, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. ასევე, შესაძლოა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან – ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და მისი პირველი მომხმარებელი იქნება საქართველო, როგორც ამბობენ და მჯერა, რადგან გავეცანი დოკუმენტაციას. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით,“- განაცხადა ცერცვაძემ.

იგი თვლის, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, რადგან წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-65% რომ აცრილი იყოს, დღეში 3000 ადამიანის უნდა აიცრას. საქართველოში კი ვაქცინაციის სამ დღეში აიცრა 3 ათასზე მეტი ადამიანი. სულ აცრის მსურველი  5 ათასი ექიმია დარეგისტრირებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend