მთავარი ევროპა ესპანეთი სქესის თვითგანსაზღვრა

სქესის თვითგანსაზღვრა

მარტის ბოლოს ესპანეთის კონგრესი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს სქესის თვითგანსაზღვრის საშუალებას მისცემს. მადრიდსა და სხვა ქალაქებში ტრანსგენდერები უკვე 1 კვირაა საპროტესტო აქციებს მართავენ და პროცესის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას აპროტესტებენ. ტრანსგენდერების ფედერაციის პრეზიდენტის მარ კამბროლეს თქმით, კანონის მიღება მათ არაერთი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

ესპანეთში ტრანსგენდერებთან დაკავშირებული კანონის მიღების პროცესი შეფერხდა. ამის გამო  მათ შიმშილობა დაიწყეს.

კანონპროექტი, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ ადამიანებმა 16 წლის ასაკში თავად გაარკვიო თავიანთი სქესი  წინასწარი ინფორმაციის გარეშე.

“ამ კანონის წყალობით  სკოლებში აღარ იქნება ჩაგვრა და არც საზოგადოება იფიქრებს, რომ ფსიქიკურად დაავადებულები ვართ. ეს კანონი საშუალებას მოგვცემს ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ, როდესაც საქმე ეხება იდენტურობის იურიდიულად განსაზღვრას”, -ამბობს ტრანსგენდერების ფედერაციის პრეზიდენტი მარ კამბროლე.

 

დარკო დეციმავილა არაბინარული ტრანსგენდერია-არც ბოლომდე მამაკაცად თვლის თავს და არც  ქალად. კანონი სწორედ  მსგავს ადამიანებს დაეხმარება, საზოგადოებაში გამოჩნდნენ. ახალი კანონი დააჩქარებს მიმდინარე პროცედურებს.

„სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, სანამ პიროვნებას პირადობის მოწმობაში შეეძლება შეცვალოს თავისი მონაცემები. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ. პირადობის მოწმობაში მესამე გრაფაა, თუმცა ვფიქრობ, რომ მასში ისეთი რამაა ნათქვამი, რომელიც ჩემს პიროვნებას არ დაადასტურებს ”, -ამბობს დარკო დეციმავი.

მთავრობაშიც ამბობენ, რომ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა საჭირო ამ მიმართულებით. ზოგიერთი ფემინისტური ასოციაცია და იურისტი მულტიდისციპლინარული დიაგნოზის შენარჩუნების მომხრეა. ხესუს ენკაბოსთვის კარგია, რომ პროცედურები დააჩქარეს, მაგრამ …

„არ მჯერა, რომ პროცედურა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, იმისთვის, რომ ადამიანი უსაფრთხოდ იყოს. თავიდანვე აღვნიშნე, რომ  კანონები არსებობს ხალხის პრობლემების გადასაჭრელად ”, -ამბობს იურისტი ხუან ენკაბო.

მთავრობამ აღნიშნა, რომ ისინი აკვირდებიან ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობას. თუ ესპანეთი მიიღებს პროექტს, ეს ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მხოლოდ ნიდერლანდებში აქვთ გენდერული თვითგამორკვევის უფლება 16 წლის ასაკში, მშობლების თანხმობის გარეშე. დანიაში, მალტაში, ლუქსემბურგში, ირლანდიაში, ბელგიასა და პორტუგალიაში ეს უფლება მხოლოდ 18 წლის ასაკის ადამიანებს აქვთ.. მხოლოდ უნგრეთია ის ქვეყანაა, რომელიც ცვლილებებს არ იღებს.

ახლა საკითხი ესპანეთის დეპუტატთა კონგრესზე უნდა გადაწყდეს, 4 პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ვალდებულება, რომ ტრანსგენდერთან დაკავშირებული კანონმდებლობა პლენარულ სხდომაზე გაიტანოს მარტის ბოლოს. მანამდე კი ტრანსგენდერები და მათი ოჯახები თავიანთი უფლებების დასაცავად განაგრძობენ დემონსტრაციას როგორც აქ, ასევე ესპანეთის სხვა რეგიონებში.

 

უახლესი

სხვა ამბები