მთავარი ევროპა ნიდერლანდები ნიდერლანდებში გამარჯვება მარკ რუტეს პარტიამ მოიპოვა

ნიდერლანდებში გამარჯვება მარკ რუტეს პარტიამ მოიპოვა

ნიდერლანდებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს პარტიამ მოიპოვა. თუმცა მოპოვებული მანდატები საკმარისი არ არის მთავრობის დასაკომპლექტებლად, ამიტომ ნიდერლანდებს კოალიციური მთავრობა უხელმძღვანელებს, რომელსაც მარკ რუტე  სხვა პარტიებთან ერთად შექმნის. მთავრობის მთავარი პრიორიტეტები რასობრივი საკითხები, მიგრაცია და პანდემიასთან ბრძოლა იქნება.

,,ამ არჩევნების შედეგია ის, რომ ნიდერლანდებში ამომრჩევლებმა ხმა მე და ჩემს პარტიას მოგვცეს. ეს უდიდესი ნდობა გვაიძულებს ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ”,- მარკ რუტე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.

ნიდერლანდებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში თავისუფლების პარტიის ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა გერტ უილდერსმა მოულოდნელად მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ნიდერლანდების პარლამენტში მანდატები ლიბერალურმა პარტია ,,დემოკრატ-66″-მაც მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებსა და დაწესებულ კომენდანტის საათს ქვეყანაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, როგორც აღმოჩნდა, ამომრჩევლებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

 

ამასთანავე, არჩევნების შედეგებმა მარკ რუტე დაარწმუნა, რომ  მის პოზიციას ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით ნიდერლანდების მოსახლეობაც იზიარებს.

რასობრივი საკითხები, მიგრაცია და პანდემიასთან ბრძოლა ახალი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან  საკითხებად რჩება.

ნიდერლანების მთავრობის სათავეში მყოფი მარკ რუტე ემზადება გააგრძელოს ქვეყნის მართვა, ახლა მთავარი კითხვა არის ის, თუ რამდენ ხანს შეძლებს ის კოალიციური მთავრობის შენარჩუნებას.

 

უახლესი

სხვა ამბები