მთავარი ამბები კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ქართული ოცნების" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

კრისტიან დანიელსონის მედიაციით “ქართული ოცნების” და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

კობახიძე დღეს დანიელსონს შეხვედრაზე უკვე მეორედ იმყოფება. დღის პირველ ნახევარში ის მედიატორს პირისპირ, ინდივიდუალურ ფორმატში უკვე შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. გუშინ კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები