მთავარიბრიუსელის ბიურო"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება"- ირაკლი ღარიბაშვილი

“შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა მზად სასამართლო სისტემის რეფორმისთვის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული ოპოზიციის ლიდერის გასათავისუფლებლად და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლოს რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სასამართლო რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც. ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ბევრი მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. არ ვაჭარბებ, 2012 წელს რომ მოვედით, კატასტროფული სიტუაცია იყო, ბევრი რეფორმა განხორციელდა.

“ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. რაც შემიძლია გითხარით არის ის, რომ ეუთო განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend