მთავარიკუბისაინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობა ვაქცინაციის დაწყების დროს

საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობა ვაქცინაციის დაწყების დროს

„მთავარი გასაღები, როდესაც ვაქცინაციის კამპანიაზე ვლაპარაკობთ არის დროული დაწყება. თუ შენ ვაქცინაციის მასობრივ კამპანიას იწყებ, როდესაც ვაქცინა შემოდის და პირველ ადამიანს ცრი, უკვე ძალიან დაგვიანებულია“, – ამის შესახებ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში აშშ-ის ჯონს ჰოკპინსის უნივერსიტეტის ექიმ-ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ აღნიშნა.

ექიმ-ინფექციონისტის თქმით,  საქართველოში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულია დაახლოებით 70 ათასამდე ადამიანი და ბოლო მონაცემებით, ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირდა 4202 მედპერსონალი, რაც საერთო რაოდენობის 0,05%-ია და ეს მამუკა მაჩაიძის თქმით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

 

„ის სტიგმა რაც ახლავს ვაქცინაციას, მათ შორის, სამწუხაროდ, მედპერსონალი ერთ-ერთი წამყვანია იმ ჯგუფების, რომლებიც ძალიან რთულად უყურებენ ხოლმე ამ პროცესს“, – აღნიშნავს ექიმი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend