მთავარი საქართველო სპორტული დარბაზები გაიხსნა

სპორტული დარბაზები გაიხსნა

სპორტული დარბაზების გახნის პირველი დღე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. პანდემიის გამო დარბაზები ყველა რეგულაციის დაცვით მუშაობს. მუშაობის განახლებამდე კი ფიტნეს ინსტრუქტორებმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს.

“ვიცავთ დისტანციას, ტრენაჟორები 2 მეტრიანი დაშორებით დგას. კარდიო ტრენაჟორებს შორის ბარიერებიც არის. ყოველდღიურად ჩავატარებთ სივრცის დეზინფექციას. ვარჯიშები გრძელდება მხოლოდ 45 წუთი იმისთვის, რომ 15 წუთი დასუფთავებას დაეთმოს”,-ამბობს ფიტნეს ინსტრუქტორი, მარიამ ინდუაშვილი.

 
ვარჯიშისას მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე, გარდა ინტენსიური კარდიო ვარჯიშების შესრულებისას. თუმცა, მომხმარებლების თქმით, ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან სპორტული დარბაზების გახსნამდე ისინი უკვე დღეებს ითვლიდნენ.

ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურა მაისურაძე ამბობს,რომ სპორტული დარბაზების გახსნას ძალიან დიდი მოლოდინით ელოდა, რადგან მან დარბაზში ვარჯიში ვერაფრით ჩაანაცვლა:

“გარეთაც ვვარჯიშობდი, მაგრამ ამას მაინც არაფერი შეედრება. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ძნელია პირბადით ვარჯიში, ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვიღებ. ეს მორალურადაც და ფიზიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია.”

დარბაზში ტრენაჟორები 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით უნდა იყოს განთავსებული. იმ შემთხვევაში თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ტრენაჟორები ერთმანეთისგან დამცავი ბარიერებით უნდა გამოიყოს. მომხმარებლებმა კი თან საკუთარი ნივთები უნდა ატარონ, როგორიც არის გასახდომი ქამარი, ხელთათმანები და სხვა.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

სპორტული დარბაზები გაიხსნასპორტული დარბაზები გაიხსნა
Send this to a friend