მთავარი ევროპა ნიდერლანდები ნიდერლანდებში უძრავი ქონება გაძვირდა

ნიდერლანდებში უძრავი ქონება გაძვირდა

ნიდერლანდები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც სწრაფად იზრდება. ქვეყანაში საცხოვრებელი ფართის პოვნა დღითიდღე უფრო რთულდება. მომავალი 3 დღის განმავლობაში ნიდერლანდების 14 მილიონზე მეტი მოქალაქე მონაწილეობას მიიღებს საზოგადოების აზრის გამოკითხაში. მთავარი საკითხები- პანდემია და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიდერლანდების ქალაქებში საცხოვრებელი შენობების ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს მაინც არ არის საკმარისი და მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ადგილის პოვნა უკიდურესად ძნელია.

ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში სულ მცირე 1 მილიონი ახალი საცხოვრებელი ადგილი უნდა შეიქმნას. მაგრამ შესაძლოა ესეც არ იყოს საკმარისი, განსაკუთრებით ამსტერდამში, სადაც საცხოვრებელი ფართის ფასები ძალიან ძვირია.

 

თუკი 10 წლის წინ ერთი ბინის ქირის ფასი, მაგალითად, 600 ევრო იყო, ახლა მისი ქირაობა მხოლო 1600 ან 1700 ევროდ არის შესაძლებელი. ძალიან პატარა ფართებიც კი მაღალ ფასებში ქირავდება.

ნიდერლანდების ხელისუფლება მაღალსართულიან შენობებია აშენებას ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, ასობით ათას ადამიანს შეეძლება საცხოვრებელი ფართის მიღება. თუმცა რამდენად რეალურია პოლიტიკური პარტიების დაპირებები, რომ ყოველწლიურად 100 ათას ახალ საცხოვრებელ ბინას ააშენებენ, ძნელი სათქმელია.

უახლესი

სხვა ამბები