მთავარი ევროპა გერმანია გერმანიის ორ რეგიონში ანგელა მერკელის პარტია არჩევნებში დამარცხდა

გერმანიის ორ რეგიონში ანგელა მერკელის პარტია არჩევნებში დამარცხდა

გერმანიის ორ რეგიონში გამართულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია “ქრისტიან დემოკრატიული კავშირი” დამარცხდა. წინასწარი მონაცემებით, ბადენ-ვიურტენბერგში “ქრისტიან-დემოკრატებმა” ხმების 23% მიიღეს, “მწვანეთა პარტიამ” კი – 31.5 %. რაც შეეხება რაინლანდ-პლაცის რეგიონს, მერკელის პარტიამ ხმების 25.5% მოიპოვა, “სოციალ-დემოკრატებმა” კი – 33.5%.

გერმანიაში ახალ პარლამენტს სექტემბერში აირჩევენ, თუმცა ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს” გამარჯვების მცირე შანსი აქვს.

 

უახლესი

სხვა ამბები

ანგელა მერკელიანგელა მერკელი