მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში კურიერებს მუდმივი თანამშომლის სტატუსი მიანიჭეს

ესპანეთში კურიერებს მუდმივი თანამშომლის სტატუსი მიანიჭეს

ესპანეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კურიერებს მუდმივი თანამშომლების სტატუსი მიანიჭეს. ხუთშაბათს ესპანეთის მთავრობამ კურიერები, რომლებიც მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ,  ანაზღაურებად თანამშომლებად ცნო. კურიერები მანამდე სამუშაო პირობებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

ეს ნაბიჯი ექვსი თვის შემდეგ გადაიდგა, რაც ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ პირობა დადო, რომ განიხილავდა იმ კურიერების იურიდიულ სტატუსს, რომლებიც ონლაინკომპანიებში მუშაობენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი აღარ იქნებიან მეორეხარისხოვანი თანამშრომლები და მათ დასაქმებულების სტატუსი მიენიჭებათ.

„ათასობით კურიერს შტატში აიყვანენ. ისინი დაქირავებული თანამშრომლების უფლებებით ისარგებლებენ”, -ამბობს ესპანეთის შრომის მინისტრი ილანდა დიასი.

„ჩვენ ვიცით, ამ სექტორში ჩვენს კოლეგებს რა ანაზღაურება აქვთ, ჩვენ კი  გვაქვს მხოლოდ არასაიმედო ან დროებითი კონტრაქტები, მოძრავი გრაფიკი და გვყავს უფროსები, რომლებიც ამოწმებენ შეკვეთებს“,-ამბობს კურიერი გუსტავო გავირია.

 

მიმწოდებელი კომპანიები ევროპის სხვა ქვეყნებშიც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

გასულ თვეში იტალიელმა პროკურორებმა Uber Eats- სა და საკვების მიწოდების სხვა პლატფორმებს განუცხადეს, რომ მათი კურიერები თანამშრომლები იყვნენ და არა დამოუკიდებელი მუშაკები. შესაბამისდ, კომპანიები შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 733 მილიონი ევროთი დააჯარიმეს.

გასულ თვეში ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Uber- ის მძღოლები და კურიერები რიგითი თანამშრომლები არიან და არა დამოუკიდებელი კონტრაქტორები.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში კურიერები ამ დრომდე დაქირავებულ თანამშრომლებად მიიჩნევიან, თუმცა ამ მიდგომის შეცვლას გეგმავს საფრანგეთიც და იტალიაც.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend