მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით 13 მარტიდან ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი ნაკადი, 43 200 დოზა შემოვა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით პირველი შემოტანის შემდეგ საქართველოში 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო მათი განმეორებითი ვაქცინაცია მას შემდეგ მოხდება რაც ქვეყანა “ასტრაზენეკას” დამატებით დოზებს მიიღებს. ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 
„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოში შემოტანილი ვაქცინის პირველი დოზები, მედპერსონალზე გადანაწილდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება და ვაქცინაცია საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდება.

უახლესი

სხვა ამბები

კორონავირუსიკორონავირუსი