მთავარიამერიკაარგენტინამარადონას გულშემატკივრები ფეხბურთელის სიკვდილს ექიმებს აბრალებენ

მარადონას გულშემატკივრები ფეხბურთელის სიკვდილს ექიმებს აბრალებენ

ბუენოს აირესის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების განცხადებით დიეგო მარადონას სიკვდილში მისი ექიმები არიან დამნაშავები. აქციის მონაწილეების აზრით, არგენტინელი ფეხბურთის ლეგენდა ექიმების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა. დემონსტრაციას მარადონას ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. დიეგო მარადონას გარდაცვალების გამოსაძიებლად სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. მათი კვლევის შედეგები სამ კვირაში გამოქვეყნდება.

„არ მესმის რატომ მოექცნენ ასე დიეგოს. ადამიანი რომელიც ყველაზე რთულ დროს ჩვენს გვერდზე იდგა. ფოლკლენდის ომის შემდეგ მარადონა ჩვენ გვამხნევებდა და სიხარულს გვგვრიდა“, – აცხადებს მარადონას ფანი გერმან მანსილა.

„ხალხი არ დამშვიდდება სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. ჩვენ მათ თავს არ დავანებებთ. მათ ყველგან მოვძებნით“, – აცხადებს აქციის მონაწილე მაქსიმილიანო რუიზი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend