მთავარიაზიაიაპონიაფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან 10 წელი გავიდა

ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან 10 წელი გავიდა

იაპონიაში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრიდან 10 წელი გავიდა. 2011 წლის 11 მარტს ცუნამის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური. მას შემდეგ იაპონიის მთავრობა და სადგურის მმართველი კომპანია „ტეპკო“  ერთად მუშაობენ, რომ ელექტროსადგური ექსპლუატაციიდან გამოიყვანონ. 6 რეაქტორიდან ახლა 3 – რეაქტორი 4, 5 და 6 – უკვე კონტროლს ექვემდებარება.

პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო რეაქტორების გაჩერება და რადიოაქტიური ნარჩენების გაჟონვის პრევენცია, ხოლო 2013 წლიდან მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც რეაქტორების ავზების  საწვავისგან დაცლას გულისხმობდა. ეს ოპერაცია კიდევ 10 წელს გაგრძელდება. მესამე ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის პირველი, მეორე და მესამე რეაქტორებიდან გამდნარი საწვავის, კორიუმის, ამოღების სამუშაოები.

 

პრობლემა ასევე ერთ-ერთ შენობაშია, რომელიც სპეციალურად ააგეს ფუკუსიმაში. ამ შენობაში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ წყლებს წმენდენ. ტერუკი ფუკუმატცუ უფროსი ტექნოლოგია ტოშიბას ენერგოსისტემების კორპორაციაში. მისი თქმით, დაზიანებულ რეაქტორში გამდნარი საწვავია და გამუდმებით სჭირდება გაგრილება, ამიტომ მუდმივად ასხამენ წყალს. დაბინძურებული წყალი კი, რომელიც რეაქტორებიდან გამოდის, ტუმბოს მეშვეობით წყლის გამწნედ სისტემაში გადადის და რადიაციისგან თითქმის მთლიანად იწმინდება. წყალში მხოლოდ ტრიტიუმი რჩება.

ტრიტიუმი წყლის მოლეკულის ნაწილია, რომელსაც ძალიან მცირე რადიოაქტიური მოქმედება აქვს და არ გროვდება ადამიანის ორგანიზმში.

გადამუშავებული წყალი შემდეგ ათასობით ავზში ინახება, თუმცა 2022 წელს ისინი გაივსება. შემდეგ აუცილებელია იქნება სისტემიდან წყლის დაცლა. ამისათვის კი 2 გზა არსებობს: ან უნდა ააორთქლონ წყალი, ან ზღვაში ჩაასხან. თუმცა ამ იდეას ადგილობრივი მეთევზეები და ფერმერები არ იზიარებენ.

ატომური საწვავისა და ნარჩენების მართვის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი კრისტოფ ზერი აცხადებს, რომ ყველა ატომური რეაქტორის შემთხვევაში საჭიროა ნებართვა, რომ  რადიოაქტიური ნივთიერება მცირე რაოდენობით წყალსა და ჰაერში გაუშვან. ეს კი, მისი თქმით, მარეგულირებელი ორგანოების საქმეა.

ფუკუსიმას ატომური სადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანა 30 – 40 წელიწადში უნდა დასრულდეს. მომხდარი კატასტროფა ჩერნობილის ტრაგედიას არც შეედრება. ლაიბნიცის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ შტაინჰაუზერი  აღნიშნავს, რომ ჩერნობილში დიდი რაოდენობით იყო გაჟონილი პლუტონიუმი და ამერიციუმი. შესაბამისად, ჩერნობილი ყოველთვის ჩაკეტილი უნდა იყოს. ფუკუსიმას შემთხვევაში კი სხვაგვარდაა საქმე, აქ რადიოაქტიური ცეზიუმი გაიჟონა. ცეზიუმის დაშლას კი 30 წელიწადი სჭირდება.

ატომურ სადგურთან ახლოს ხელისუფლება აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს, რომ ადგილობრივებმა საცხოვრებლად დაბრუნება შეძლონ. 2011 წლიდან 88 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული და აქედან მხოლოდ 14 000 დაბრუნდა უკან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend