მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია ისტორიული მნიშვნელობის ადგილებში მიმდინარეობს

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია ისტორიული მნიშვნელობის ადგილებში მიმდინარეობს

ლონდონის ცენტრალურ ნაწილში, უეესტმინსტერის სააბატოში, ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილზე, ბრიტანეთის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ კორონავირუსზე ვაქცინაცია. მსოფლიოს მასშტაბით 325 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე გაიცა. ბრიტანელი მსახიობი და ტელეწამყვანი სტივენ ფრაი ახლახან შეუერთდა იმ ადამიანთა რიგს, რომელთაც ვაქცინაცია ჩაიტარეს.

,,ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. ვაქცინა გავიკეთე აქ, უესტმინსტერის სააბატოში, ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილას. როგორც ვიცი, მეცნიერების მუზეუმსაც იყენებენ ვაქცინაციისთვის. ძალიან სასიამოვნოა ასეთ საინტერესო ადგილებში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება’’,- განაცხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა სტივენ  ფრაიმ.

დიდ ბრიტანეთში უკვე 22 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა, რაც, ხელისუფლების აზრით, წარმატებული ვაქცინაციის პროგრამაზე მეტყველებს. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მთავრობის მიერ ინიცირებულ ,,ტესტირებასა და საძიებო სისტემაზე. ბრიტანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა დაეცვა კრიტიკისაგან 37 მილიარდი ფუნტის ღირებულების პროგრამა.

დიდი ბრიტანეთის მსგავსად, იტალიაც ცდილობს, გამოიყენოს ქვეყანაში მდებარე საინტერესო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შენობები ვაქცინაციის პროგრამის განსახორციელებლად. რომში საკონფერენციო ცენტრი ,,ქლაუდი’’ დღეიდან ქვეყანაში ვაქცინაციის უდიდესი ცენტრი იქნება.

უკვე 1 წელი გავიდა, რაც ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 ის პანდემია გამოაცხადა. მიუხედავად ვაქცინაციისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კვლავაც მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს. მალტის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება საკარანტინო ზომების დაწესების შესახებ, რაც ვირუსის დაფიქსირებული შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. ქვეყანაში უკვე მოსახლეობის 18%-ზე მეტი არის აცრილი ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით. მალტის ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყნაში ე.წ. ,,ჯოგური იმუნიტეტის’’ მიღწევა ზაფხულის შუა პერიოდისათვის იქნება შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend