მთავარი ამბები პროკურატურა - ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე

პროკურატურა – ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე

ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე”- აცხადებენ პროკურატურაში.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნა გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ.

გენერალური პროკურატურა „ტვ პირველისგან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი. როგორც ბაია ცანავა აცხადებს, „გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები“.

უახლესი

სხვა ამბები