11 მარტს ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა. ,,დოიჩე ველეს” ცნობით მომხდარის შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
ავარიის დროს ავტობუსში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრების უმეტესობა სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იყვნენ, რომლებიც ექსკურსიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.