მთავარიამერიკააშშვირტუალური ვან გოგი

ვირტუალური ვან გოგი

ახალ გამოფენა დამთვალიერებლებს ვან გოგის ნახატებს ციფრულად, სამგანზომილებიან ფორმაში სთავაზობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ვან გოგის ცნობილი ნახატები, მათ შორის „ვარსკვლავიანი ღამე“ და „მზესუმზირები“. ჩვენება ამჟამად სან-ფრანცისკოში იმართება.

 
სამოცი ათასი ვიდეო კადრისა და 90 მილიონი პიქსელის მეშვეობით ვან გოგის მხატვრობის გაცოცხლება გახდა შესაძლებელი. შედეგად დამთვალიერებელი ვან გოგის სამყაროში გადაინაცვლებს.

ახალ გამოფენაში ერთმანეთში გაერთიანებულია თეატრი, ანიმაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები. განწყობის შესაქმნელად სივრცეში ცნობილი კომპოზიტორების ნამუშევრები ისმის.

„ვან გოგის ტექნიკა იყო ინოვაციური. მისი ნახატები ისე გამოიყურება თითქოს სამგანზომილებიანი იყოს. ამ გამოფენაზე ნახატები მულტიმედიური ფორმითაა წარმოდგენილი. რთულია აღწერო ის გრძნობა რაც დარბაზში შესვლისას გეუფლება. ეს არის თეატრისა და კინოს ნაზავი. შენ ხედავ ფუნჯის უზარმაზარ მონასმებს, უზარმაზარ ნახატებს და გესმის არაჩვეულებრივი მუსიკა.“ – აცხადებს გამოფენის პროდიუსერი სვეტლანა დვორეცკი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვან გოგის ცნობილი ნახატები, მათ შორის „ვარსკვლავიანი ღამე“ და „მზესუმზირები“.

„ზოგი ადამიანი გამოფენით დამჯდარი ტკბება. ზოგი გამოფენის ჯერ ერთ ნაწილს უყურებს, ნახევარი საათით შემდეგ კი მეორეს. ნახატების ნახვა სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამოცდილებას გაძლევს.“ – აცხადებს გამოფენის მენეჯერი ბრენდენ ჩარლტონი.

გამოფენა ამერიკის ქალაქებში იმართება. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დამთვალიერებლებს უსაფრთხოების წესების დაცვა მოეთხოვებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend