მთავარი მსოფლიო ევროპა "3-იდან 1 ქალი ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა" - ჯანმო

“3-იდან 1 ქალი ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად სამიდან ერთი ქალი თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ხდება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის გავრცელებული. მისი თქმით, გავრცელებული სტიგმის გამო ძალადობის ბევრი ფაქტი დაფარული რჩება, რაც იმას ნიშნავს რომ რეალური სტატისტიკა უფრო მძიმეა.

 
„ჩვენმა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. მონაცემები შეგროვებულია 158 ქვეყნიდან. კვლევამ ძალიან მძიმე მდგომარეობა აჩვენა. როგორც აღმოჩნდა, 736 მილიონი ქალი ანუ სამიდან ერთ ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. ეს პრობლემა ახალი არაა. თუმცა ახლა ჩვენ მის წინააღმდეგ ბრძოლა შეგვიძლია ახალი კანონმდებლობით, ქალების ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით და მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით შეგვიძლია.“ – აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრესიუსი.

“ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მოქმედებს 155 ქვეყანაში. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოებს დახვეწონ ეს კანონმდებლობა. 140 ქვეყანში ასევე მოქმედებს კანონები სამუშაო სივრცეში სექსუალური შევიწროებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ამ კანონმდებლობის აღსრულების საკითხი. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, – აცხადებს UN Women-ის ხელმძღვანელი ფამზილ მლამბო ნგცუკა.

უახლესი

სხვა ამბები

ქალიქალი