მთავარიევროპაესპანეთიბარსელონაში ევროპარლამენტის მიერ კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების იმუნიტეტის მოხსნას პროტესტი მოჰყვა

ბარსელონაში ევროპარლამენტის მიერ კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების იმუნიტეტის მოხსნას პროტესტი მოჰყვა

ბარსელონაში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც  დემონსტრანტებმა კარლეს პუჩდემონისა და მისი მთავრობისდროინდელი 2 მინისტრისთვის ევროპარლამენტის მიერ იმუნიტეტის მოხსნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ნაბიჯი ესპანეთთან დიალოგს გაართულებს.

ბარსელონაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონისა და მისი მთავრობისდროინდელი 2 მინისტრის იმუნიტეტის მოხსნას. ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ,  მათი ესპანეთში ექსტრადირება და გასამართლება მოჰყვება.

მადრიდში პუჩდემონისა და მისი კოლეგების დაკავება სურთ. მათ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.  ამ ქმედებამ წლების განმავლობაში ესპანეთში ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პუჩდემონისა და მისი მთავრობის ყოფილი წევრებისთვის იმუნიტეტის მოხსნა და შესაძლო დაკავება ესპანეთთან დიალოგს კიდევ უფრო გაართულებს და, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდის.

9 მარტს გამართული საპროტესტო აქცია, 2017 წელს გამართული აქციებისგან განსხავავებით, მშვიდობიანი იყო. წლების წინ დემონსტრაციები ცენტრალური მთავრობის მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების აკრძალვას მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend