მთავარი აზია ავღანეთი ოცი წლის შემდეგ ავღანეთში ბამიანის ბუდას ქანდაკება დაბრუნდა

ოცი წლის შემდეგ ავღანეთში ბამიანის ბუდას ქანდაკება დაბრუნდა

ოცი წლის შემდეგ ავღანეთის ცენტრალურ რეგიონში ბამიანის ბუდას ქანდაკება დაბრუნდა. 20 წლის წინ თალიბანის მებრძოლებმა ქანდაკებების კომპლექსი ააფეთქეს. 3D განათების წყალობით კი კულტურის ძეგლი ძველ ადგილზე კვლავ გამოჩნდა.

ბამიანის მცხოვრებნი შუქურებით წმინდა ადგილისკენ გაემართნენ. კლდის ძირში ოდესღაც ავღანეთის ცნობილი ბამიანი ბუდას ქანდაკება იდგა.

თალიბანის აფეთქებიდან ოცი წლის შემდეგ ის ვირტუალურად დაბრუნდა სამგანზომილებიანი პროექციის სახით.

სინათლემ აავსო ის ადგილი, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში ქანდაკება იდგა.

“სინამდვილეში ბევრ რამეს განვიცდი. პირველ რიგში, ვწუხვარ, რადგან ის ვირტუალურია, 3D განათებაა და ბუდას ქანდაკების ცარიელ ნიშას გვახსენებს, მეორე მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ სწორედ 3D განათებით კიდევ ერთხელ ვხედავ ბუდას გამოსახულებას (ქანდაკებები, რედ.), კაცობრიობის უდიდეს მემკვიდრეობას. ეს კარგ განცდას გვიქმნის“,- ამბობს ბამიანის მცხოვრები

ბამიანის ბუდა ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება იყო, იგი ჩვენი წელთაღრიცხვით მე -6 და მე -7 საუკუნეებით თარიღდება.

 

თალიბანის წევრებმა ადამიანის ფორმის ნებისმიერი განსახიერება ისლამის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. მათ ადგილობრივები აიძულეს, ქანდაკება  ასაფეთქებელი ნივთიერებებით გაენადგურებინათ.

მისი განადგურება არქეოლოგებმა ერთ-ერთ უდიდეს დანაშაულად მიიჩნიეს.  ზოგიერთი ავღანელი დარწმუნებულია, რომ ბრწყინვალე ბუდას ვერასოდეს დაივიწყებენ.

უახლესი

სხვა ამბები