მთავარი ევროპა სომხეთი ოპოზიცია კვლავ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

ოპოზიცია კვლავ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. საპასუხოდ პაშინიანი ოპოზიციის მოთხოვნას „გადატრიალების მცდელობას უწოდებს“ და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა მზად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

სამშაბათს საღამოს, სომხეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა  ერევანში პარლამენტის შენობის ბლოკადა მოახდინეს და  პრემიერ მინისტრს ნიკოლ პაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდეს.

პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამხედრო ოფიცრების ჯგუფმა პრემიერ მინისტრის გადაყენების მოთხოვნით წერილი გაავრცელა. ფაშინიანმა თანამდებობის დატოვებაზე უარი თქვა და არმიის წერილს “გადატრიალების მცდელობა”  უწოდა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან მოხსნა მოითხოვა.

#

არეულობაა რუსეთის მიერ შუამავლობით დადებული გარიგების ირგვლივ. ამ შეთანხმებამ საბრძოლო მოქმედებები დასასრულისკენ წაიყვანა, მას შემდეგ, რაც სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო დანაყოფებისგან დაკავებული ტერიტორიები დაკარგა.

გარიგების თანახმად, სომხეთმა კონტროლი დაკარგა მთიანი ყარაბახის ნაწილზე  და აზერბაიჯანის მიმდებარე შვიდივე ოლქზე, რომელიც სომხეთის ძალებმა 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ფარგლებში მოაქციეს.

უახლესი

სხვა ამბები