მთავარი ევროპა ესპანეთი კატალონიელ სეპარატისტებს იმუნიტეტი მოეხსნათ

კატალონიელ სეპარატისტებს იმუნიტეტი მოეხსნათ

კატალონიის რეგიონის პრეზიდენტს, კარლეს პუჩდემონსა და მასთან ასოცირებულ ორ პირს ევროპარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. შედეგად გაჩნდა მისი ექსტრადაციის შესაძლებლობა. კენჭის ყრისას ამ გადაწყვეტილებას მხარი 400 კანონმდებელმა დაუჭირა, 248 ხმა წინააღმდეგი იყო, ხოლო 46-მა ევროპარლამენტარმა კი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით კარლეს პუჩდემონთან ერთად იმუნიტეტი კატალონიის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ტომი კომინსა და კატალონიის ყოფილ განათლების მინისტრს, კლარა პონსატის მოეხსნათ. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯია, რომ კატალონიასთან დაკავშირებული საკითხები ესპანეთში გადაწყდება.


პუჩდემონი და მისი კოლეგები კატალონიის რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დაპატიმრების შიშით ესპანეთიდან ბელგიაში 2017 წელს გაიქცნენ.

“ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კარლეს პუჩდემონს, კატალონიის რეგიონის ყოფილ პრეზიდენტს, ტომი კომინს, კატალონიის რეგიონის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და კატალონიის რეგიონის ყოფილ განათლების მინისტრს, კლარა პონსატის იმუნიტეტი მოეხსნათ”, – ამბობს ჰეიდი ჰაუტალა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

2019 წელს კი პუჩდემონმა, პონსატიმ და კომინიმ ევროპარლამენტში მანდატები მოიპოვეს. პუჩდემონის ადვოკატები ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend