მთავარისაქართველოინფექციური საავადმყოფო პოსტკოვიდური სინდრომის შესწავლას იწყებს

ინფექციური საავადმყოფო პოსტკოვიდური სინდრომის შესწავლას იწყებს

ინფეცქიური საავადმყოფო პოსტკოვიდური სინდრომის შესწავლას 9 მარტიდან იწყებს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კვლევას 500 ადამიანი გაივლის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე შედგენილია პროტოკოლი, რომელიც სხვადასხვა ტიპის გამოკვლევას მოიცავს.

“მოგეხსენებათ ეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია მთლიანად მსოფლიოში. პაციენტების 30%-ს, რომელბმაც ვირუსი გადაიტანეს აქვთ გარკვეული გამოვლინებები ან მანამდე არსებულმა ქრონიკულმა დაავადებამ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.”- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

 
საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება. სულ მალე კი ცნობილი გახდება, კოვაქსის პლატფორმის მიღმა რომელი მწარმოებლისგან და რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს საქართველო.

“ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს.”

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 43%-მდე დაეცა, რამაც შესაძლოა ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ მან კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ აუცილებელია ჯანდაცვის სამინსტროს მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება და პირბადის ტარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend