მთავარიაზიამიანმარიმიანმარში საპროტესტო აქციის ორი მონაწილე პოლიციასთან შეტაკებისას გარდაიცვალა

მიანმარში საპროტესტო აქციის ორი მონაწილე პოლიციასთან შეტაკებისას გარდაიცვალა

ორშაბათს, 8 მარტს,  ჩრდილოეთ მიანმარში ქვეყნის უშიშროების სამსახურის დანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრანტებს , რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა გარდა, მძიმედ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, ისინი აქციის სხვა მონაწილეებმა შემთხვევის ადგილიდან სწრაფად გაიყვანეს.

მოგვიანებით მიანმარის ქალაქ იანგონში ადგილობრივებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს. მათ სურდათ, დახმარებოდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწინააღმდეგე 200-მდე დემონსტრანტს, რომლებიც პოლიციას დაუპირისპირდნენ. ეს ქვეყანაში კომენდანტის საათის მასშტაბური დარღვევის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც მიანმარში მიმდინარე წლის 1 თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა.

გაეროში მიანმარის ელჩმა დაგმო სამხედროების ქმედება და მოუწოდა მთავრობას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული პრეზიდენტი და მრჩეველი. ელჩის განცხადებით, მიმდინარე კრიზისი მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა განიხილონ.

 

ქვეყნის უშიშროების ძალებმა გაამკაცრეს ოპოზიციის მიმართ რეპრესიული ქმედებები, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ არ აპირებენ დანებებას და სამხედრო გადატრიალებასთან შეგუებას. უშიშროების დანაყოფები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს, რის შედეგადაც მიანმარის ქალაქებსა და დაბებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში  50-მდე ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend